ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.
ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გეგმები და ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.
სიჩუანის დედაქალაქ ჩენგდუს მოწინავე 5 ტურისტული კომპანია საქმიანი და გასართობი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. სიჩუანის პროვინციის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს.
სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთიდან საქართველოში 2017 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 75.2%-ით გაიზარდა.
2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 60.2%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.