თუშეთში, ჰესის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, თუშეთის გზაზე, ერთ- ერთი ჰესის მშენებლობაზე მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.