ტვ იმედის მფლობელს ბრიტანეთის სასამართლომ 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ტელეკომპანია “იმედის” მფლობელს, ირაკლი რუხაძეს ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
ტელეკომპანია რუსთავი2– ის ინფორმაციით, ბრიტანულმა სასამართლომ უარი თქვა ირაკლი რუხაძის ადვოკატების სარჩელზე, 2018 წლის ნოემბერში მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია “სელფორდ კაპიტალს” მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსამართლემ საკუთარ განაჩენში სწორად დაადგინა, რომ აპლიკანტებმა დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულება და აპლიკანტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, მისი ანალიზი და დასაბუთება არავითარ სამართლებრივ ნაკლოვანებას და ხარვეზს არ შეიცავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.