ტვ პირველის ინფორმაციით დეპუტატი ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს

ტვ პირველის ექსკლუზიური ინფორმაციით უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს უახლოეს დღეებში ტოვებს.

ტვ პირველი ზარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო და ჟურნალისტებს მოუწოდა მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ:

“ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი. ტვ პირველს ვთხოვთ დაელოდოს მოვლენებს ნუ გაუსწრებს. ტვ პირველი ჩემთან მიმართებაში არიან სუბიექტურები. სტუმრები არიან მოსული სანახავად და ვერ იმასვშვრები. დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.“–უთხრა ზარდიაშვილმა ჟურნალისტს.

ვანო ზარდიაშვილი უმრავლესობის ერთ–ერთი სკანდალური დეპუტატია. მას ე.წ. მოსამართლეთა კლანის ლობისტს უწოდებენ. ცოტა ხნის წინ კი დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე მას სახეში ჩაარტყა. მიზეზი ზარდიაშვილის რეპლიკები გახდა ბესელიას მორალთან დაკავშირებით.