ინციდენტი მოხდა დღეს ქართული ოცნების ზეიმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს, რომელიც აქციის მონაწილეებთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა რამდენიმე აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
ტელეკომპანიის დირექტორი, ინგა გრიგოლია მოითხოვს კადრებზე ასახული ადამიანების იდენტიფიცირება მოხდეს და ისინი კანონის შესაბამისად დაისაჯონ. ტვ პირველის დირექტორი, ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის დამფუძნებელთან და გადამღები ჯგუფის წევრებთან – ჟურნალისტ სალომე თითმერიასთან და ოპერატორ ბექა მარშანიშვილთან ერთად პოლიციაში მივიდნენ. გრიგოლია ამბობს, რომ კანონის ძალით აგებინებენ ყველას პასუხს. გრიგოლია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რომელიც ჟურნალისტებს მწვავე კითხვების გამო მუდმივად პოლიტიკურ დაკვეთაში ადანაშაულებს.