“ტვ პირველს” ვერავინ წამართმევს” – ეს განცხადება ავთანდილ წერეთელმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ვითანამშროლო გამოძიებასთან? ძიება დამთავრებულია, ახლა არის სასამართლო დარჩენილი და გავარკვევთ სასამართლოში ყველაფერს. ერთი ვიცი, იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, ამ მთავრობამაც წამართვა, მაგრამ “ტვ პირველს” ვერავინ წამართმევს…ყველაფერს ელოდება ადამიანი, რომ დავიბადე და საჭმელს არ ვჭამდი, დედა მილიციით მაშინებდა , 70 წელია ასე მაშინებენ, მერე რა მოხდა” – ამბობს ავთანდილ წერეთელი.
გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.ავთანდილ წერეთელს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ავთანდილ წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა.