ტყიბულის მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს.შემთხვევა 6 მაისს, გამთენიისას მოხდა.
გაქურდულია სამი სასაწყობე მეურნეობა და სამსახურის კუთვნილი მანქანის შიდა ინვენტარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.