ტყიბულში მუშა ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა- მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სპეციალური ტექნიკა. მამაკაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.