ტყიბულში შახტის გვირაბის დაკვამლიანების შედეგად 5 მეშახტე მოიწამლა

ტყიბულის შახტის გვირაბში დაკვამლიანების შედეგად ხუთი მეშახტე მოიწამლა, – შემთხვევა 9 მარტს მოხდა,  მეშახტეები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამით გაწერეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რამდენიმე კვირის წინ კომპანიის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაეხურათ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც ნახშირის მოპოვების სამუშაოების საწარმოებლად ძიძიგურის შახტში მეშახტეებს შესვლა მინდელის სახელობის შახტიდან სავენტილაციო გვირაბით მიუწევდათ, რასაც მეშახტეების პროტესტი და აქცია მოჰყვა.