ტყვია ბენზინში:ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. შემოწმების მიზანი ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენაა.

 


კომპანიების შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდება. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ბენზინში ტყვიის შემადგენლობა მოქმედ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ბენზინის,  ან დიზელის საწვავის მიწოდება ვერ დააკმაყოფილებს ხარისხს,  ეს 8 000 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.