კვლევის მიხედვით, სურსათში, სუნელებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებში მაღალი შემცველობა გამოვლინდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს. თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯები ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე აიღეს. შედეგმა აჩვენა , რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.
გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე დაფიქსირდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია.
მკვლევარების განცხადებით, ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება სუნელებში, კერძოდ კი ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა.
” შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. ამასთან, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. საკვები პროდუქტებიდან აღმოჩნდა სუნელებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში გამკაცრდა რეგულაციები სუნელებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც მივაგენით ყვითელ ყვავილში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას. ამასთან, ჩვენს მიერ გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია”, – აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.
ტყვიის სისხლში მოხვედრა ინტოქსიკაციას და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს.