უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად შეიცვლება

უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად შეიცვლება და 34 გრადუსამდე აიწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნალექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის.“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.