“უახლოეს დღეებში, ალბათ ახალ წლებამდე ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს.ვაპირებ ვისაუბროთ ქვეყნის სვე ბედზე.“ –ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ მთავარი არხის ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.
გადაცემაში გუბაზ სანიკიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ოპოზიციის სამომავლო შანსებზე ისაუბრა. ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
“ყველა უნდა შეთანხმდეს რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ისინი არჩევნებს არ დაეთანხმებიან.ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კოალიციური მთავრობის საკითხი
არსებობს ორი ფორმულა:
ოპოზიციური ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ და მეორე ფორმულაა არც ნაცები და არც ქოცები. ბევრი ამბობს ამას. მოდი ვიყოთ გულახდილები, ბავშვები ხომ არ ვართ. ეს ფორმულა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვებას. შაჰაბასმა კითხა ერთხელ გიორგი სააკაძეს რომელი იარაღი გირჩევნიაო. რომელიც ხელში მომხვდება ისო.
სააკაშვილი არის ფაქტორი. ეს არის ჩვენი რეალობა. სააკაშვილი არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი. გარდა ამისა სააკაშვილი არ არის მარტო საქართველოს პლიტიკური ფიგურა. ის არის ფიგურა აღმოსავლეთ ევროპაში. ფაქტია ხალხო, თუ არადა ჩავიდეს ეს ბიძინა თავისი შვიდი მილიარდით და ასი ათასი კაცი გამოიყვანოს კიევში. სააკაშვილი მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს, არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ხანდახან გამიკვირდება ხოლმე: არ არის ფორმაში და რაღაცეებს ამბობენ. გაქცეულია კაცი ქვეყნიდან და მას ყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი.“– აცხადებს გუბაზ სანიკიძე.