უამინდობის გამო გარკვეულ საავტომობილო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

უამინდობის გამო საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისი სამუშაოების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.