უბედური შემთხვევა ადიგენში – ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში- სოფელ ვარხანში ხანძარს 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.