უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურაში. ადგილობრივების ცნობით, დარკვეთის მაღაროში 30 წლის მუშა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მაღაროში, ფიგელს შორის გვირაბის სამაგრი ჩამოიშალა და მუშა ჩამონაშალში მოყვა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.