თბილისში ნაძალადევის რაიონში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად და-ძმა მოიწამლა.
30 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 22 წლის ბიჭი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმრების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
“თბილისის ენერჯის” ინფორმაციით, ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.