უჩიპო პირადობის მოწმობები არჩევნების გაყალბების წყაროა – რომან გოცირიძე

,,პირადობის მოწმობები, რომლებიც არ იქნება ელექტრონულად დაცული, იქნება პირდაპირი წყარო არჩევნების გაყალბებისა”,- აბობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი , რომან გოცირიძე.

ის აღნიშნავს, რომ უჩიპო პირადობის მოწმობები შეიძლება გამოიყენონ არჩევნების პროცესში ათობით ათასი ყალბი პირადობის მოწმობის დასამზადებლად.

გოცირიძის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი შეუწყო ქვეყანაში სიბნელის გავრცელებას. ,,ხვალ და ზეგ მოთხოვენ ურჩხულის ნიშნების ძებნასა და ,,666″-იანის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანას”,- ამბობს ის საკონსტიტუციო სასამართლოს საპასუხოდ. 

საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, რომელის მიხედვით მოქალაქეებს 26 დეკემბრიდან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის, ანუ ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შეეძლებათ. განჩინება ძალაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება.