უცხო ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

ერთიანი ეროვნულ გამოცდების უცხოური ენების გამოცდის ტესტების შედეგები გამოქვეყნდა.აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე და ასევე SMS-ის საშუალებით.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

სხვა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება, ხოლო სტატისტიკური ანალიზი ვებგვერდზე აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განთავსდება.