ყაზბეგში ლიეტუველი ტურისტი 4 ათასი მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა. დაშავებულის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ტურისტი ნაპრალიდან ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.