პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და მისმა გუნდმა წელს იანვრიდან ივნისამდე, 6 თვეში 2 მილიონ 320 ათასი ლარი უცხოეთში ვიზიტებისთვის დახარჯეს.
მაშინ, როცა შარშან პირველ ექვს თვეში მთავრობას მივლინებებისთვის მხოლოდ 858 ათასი ლარი დასჭირდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ორი მილიონი ლარით არის გაზდილი მივლინებებში ყველა საბიუჯეტო უწყებაში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მოგზაურობენ, რაც კიდევ უფრო აუფასურებს ეროვნულ ვალუტას.
მმართველ გუნდში და პრემიერის ადმინისტრაციაში გაზრდილ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.