ერაყში ირანის მიერ აშშ-ს ბაზების დაბომბვის გამო, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის გვერდის ავლით, საქართველოს საჰაერო სივრცეში დაფრინავენ.
უცხოური პორტალის, Flightradar24-ის ინფორმაციით, თურქმენეთ- აზერბაიჯანის დერეფანი დღეს გაცილებით დატვირთულია. სწორ ამ დერეფანში ექცევა საქართველო ავიაკომპანიების ნაწილისთვის.
,,9 იანვარს განსაკუთრებით დატვირთულია ჩრდილოეთის დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს”,- წერს ,,ტვიტერზე” პორტალი.
რუკაზე, რომლიც თვითმფრინავების გადაადგილებას რეალურ დროში აჩვენებს, ჩანს, რომ ავიაკომპანიების ნაწილი ირანსა და ერაყს გვერდს უვლის, შედის თურქმენეთში, კვეთს კასპიის ზღვას და აზერბაიჯანისა და საქართველს გავლით ევროპისკენ მიემართება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანში და ერაყში ფრენები მას შემდეგ აკრძალა, რაც ირანმა ერაყში აშშ-ს ბაზები დაბომბა. მათ შორის არიან, Air France-ის ავიახაზები, ნიდერლანდური KLM , Air China, ავსტრალიური Singapore Airlines, პოლონურმა LOT , Emirates და სხვა ავიაკომპანიები.