დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმის ლუკა კალანდიას მტკიცებით, მისი ძმა უდანაშაულოა.
” ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული” – განაცხადა ლუკა კალანდიამ TV პირველთან.
ლუკა კალანდია მიიჩნევს რომ მისი ძმის უდანაშაულობის შესახებ მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემაც კარგად იცის. მისი განცხადებით მიხეილ კალანდია მაშინ აიყვანეს, როდესაც ის სასამართლოში დაკითხვაზე მიდიოდა.
“შუა ტრასაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, მიხეილი აიყვანეს და შემდეგ ისე გაჟღერდა, თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. მიხეილს არც ქალაქი აქვს დასატოვებელი, იმიტომ რომ უდანაშაულოა და არ სჭირდება არაფერი” – აცხადებს ლუკა კალანდია.
შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს დააკავა.