საქართველოს ხელისუფლების პოზიციით კმაყოფილია კრემლის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა მიუღებლად მიაჩნიათ და კატეგორიულად გმობენ.
კრემლის პრესსპიკერის შეფასებით, მომხდარი ქართველებისთვის დიდი სირცხვილია.
„აღვნიშნავთ, რომ ნამდვილად, სრულიად საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტარებმა და პარლამენტის სპიკერმაც, მკაცრად დაგმეს ეს გამოხტომა,”- აცხადებს პესკოვი.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან მუქარა მოჰყვა.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტმა, უმრავლესობის ლიდერებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის საავტორო მონოლოგზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, საგანგებო განცხადებები გააკეთეს და შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირება ითხოვეს.
გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს ასევე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთი მაგალითია იმის, სადამდე შეიძლება მიიყვანოს “რუსოფობიამ”.