“უფერული ერთფეროვნება მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებასთან მალე დამარცხდება”- ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას და ბრალის წაყენებას.
“ნიკა გვარამია, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.ნიკა კი იქნება ყოჩაღად, ვატოც წერეთელიც, ყველანი დასაშინებელ/ დასაჭერთა სიიდან…
20 ივნისის ამბებზე უსამართლოდ, უკანონოდ დაპატიმრებული ბესო ლორთქიფანიძეც და ყველა დანარჩენი ყოჩაღად არიან და იქნებიან.არც მამუკა ხაზარაძისთვის კისრის მოგრეხვა გამოუვა ბიძინას.ვერც ანაკლიას წაგვართმევს ქართველებს… ამერიკაც იქნება აქ და ნატოც.უფერული ერთფეროვნება მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებასთან მალე დამარცხდება.”- წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაში ბრალის დადგენილების მიზნით არის წარდგენილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაპირდა, რომ პირადად ჩაიბარებდა მის კაპიტულაციას.