უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი სიმაღლიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი.
„კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
როგორც ცნობილია, 7 წლის მოსწავლე დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.