“უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენაა” – რულოვსი მელიაზე

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ზე გუშინდელი ნიკა მელიას ინტერვიუ არ უნახავს. თუმცა მან იცის რის შესახებაც ილაპარაკა მელიამ. რულოვსის თქმით ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული, ვიდრე ინტერვიუების მოსმენაა.

“არ მინახავს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენა, მარტო გამიგია, ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ქვეყანა”, – განაცხადა რულოვსმა.

გუშინ საღამოს გადაცემა კვირის აქცენტებში  ნიკა მელია ჩარეთო მას შემდეგ, რაც გადაცემაში სანდრა რულოვსის ჩართვა დასრულდა. სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის წაგების შემთხვევაში ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და მთელ საქართველოს შემოივლის.