“უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფის”-ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქციას აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო  უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა.

„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს მათგან არც უნდა ველოდეთ არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, „გირჩმა“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი რეზიდენციასთან “ბიძინა ივანიშვილის ხატებით” მივიდნენ და იმღერეს სიმღერა მეცხვარეზე.