“გარდაცვლილს უკანასკნელი და უბინძურესი სიტყვებით ათრევენ” -დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში თენგიზ სიგუას გარდაცვალებას და საზოგადოების რეაქციებს ეხმაურება.
„უღირსი და უმდაბლესი საქციელია მიცვალებულის ლანძღვა. გარდაიცვალა საქართველოს 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების და კანონიერ მთავრობის დამხობის ერთ-ერთი ორგანიზატორი თენგიზ სიგუა. მოდგნენ ქართველები და გარდაცვლილს უკანასკნელი და უბინძურესი სიტყვებით ათრევენ, ლანძღავენ და აგინებენ. სადაა თქვენი ქრისტიანობა და ელემენტარული, ადამიანური ღირსება?! ნუთუ არასოდეს გსმენიათ, რომ სიცოცხლეში ხართ ვალდებულნი ამხილოთ დამნაშავე, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი ღმერთის ხელშია ადამიანის განკითხვაც, მადლიც და სასჯელიც. ჩვენი უბედურებაც სწორედ ესაა, რომ სიცოცხლეში უმოქმედო და გაუბედავი ლაჩრები ვართ და პასუხს ვერ ვაგებინებთ ხოლმე ქვეყნის და ხალხის დამაქცევლებს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვართ დიდ გულზე. არაა მიცვალებულის გინება ღირსეული საქმე“ – წერს თამაზ ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 21 იანვარს გარდაიცვალა.