{{ARTICLEIMAGE}}
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს:
“სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა “ოცნების” შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით – ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი, ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია”,ამბობს უგულავა.