“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ შუალედურ არჩევნებში მაჯორიტარობის კანდიდატად კობა ზაქარეიშვილი წარადგინა. ზაქარეიშვილი, 2004-2007 წლებში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. გიგი უგულავა ოზურგეთში მოსახლეობას ზაქარეიშვილთან ერთად შეხვდა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუც განიხილა.
„ხალხს ყელში ამოუვიდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეშვიდე წელს ისევ სერიალების გადაღებას ჰპირდება. ამიტომ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით უპატრონოდ დატოვებული რეგიონები და რაიონები, ემზადებიან „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ამ სიცრუისთვის, ამ გადაგედბულობისთვის, ამ უპატრონობისთვის, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და გურიაში ხდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.