უგულავას გასამართლება პოლიტიკური დევნა და აბსოლუტური ნონსენსი იქნება- ბურჯანაძე

,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავება იურისპრუდენციაში აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან წარმოუდგენელია, ერთი და იგივე დანაშაულისთვის ადამიანი ორჯერ გაასამართლონ.

,,იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გიგი უგულავაზე არ ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომლის მსგავსიც იურისპრუდენციაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. წარმოუდგენელია, ადამიანი ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გაასამართლონ, ეს იქნება აბსოლუტური ნონსენსი, ეს იქნება აშკარა პოლიტიკური დევნა და ამას ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში”,- ამბობს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ უგულავას დაკავების შემთხვევაში, მის მიმართ სოლიდარული იქნება.

,,წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ერთი და იგივე საქმისთვის გაასამართლო ორჯერ. ამას არამარტო როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც იურისტიც გეუბნებით. ასე რომ, მე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სოლიდარული ვიქნები ბატონი უგულავასი და ხელისუფლება მოიმკის , ასეთ შეცდომას თუ დაუშვებს”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

ოპოზიციასა და დაცვის მხარეს ეჭვი აქვთ, რომ თადუმაძემ უგულავას დაჭერის დავალება მიიღო.