უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელში გაფლანგული 2 მილიონი – სკანდალი თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ

უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელში გაფლანგული 2 მილიონნახევარი ლარი – თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. ფლანგვის დეტექტორის მიერ გასაჯაროებული კვლევიდან ირკვევა, რომ იზორიას უწყებამ 2016 წელს 26 300 სამხედრო ფეხსაცმლის შესაძენად ბიუჯეტიდან 2 453 000 ლარი გადაიხადა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნიუ ატლასის მიერ მიწოდებული ფეხსაცმელი უხარისხო და ტენდერის პირობებთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

თუმცა როგორც ფლანგვის დეტექტორის მკვლევარი ამბობს, კომპანია ნიუ ატლასი თავდაცვის უწყების მხრიდან პრიორიტეტებით სარგებლობს, ვინაიდან სამინისტრომ უხარისხო ნიმუშის წარდგენის შემდეგ ტენდერის პირობები შეცვლა და პროდუქტი მაინც მოიწონა.

ორგანიზაციაში საუბრობენ იმაზეც, რომ 2018 წელს ნიუ ატლასი ტენდერების პირობების დარღვევის გამო შესყდვების სააგენტოს, შავ სიაშიც ჰყავდა შეყვანილი, თუმცა კომპანია ტენდერებში მონაიწლეობას დღემდე აგრძელებს და იმარჯვებს კიდეც. ფლანგვის დეტექტორში ვარაუდობენ, რომ კომპანიას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს, თუმცა მოკვლევის მიუხედავად საეჭვო კავშირები ჯერ ვერ დაადგინეს.