„ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.
მისი განცხადებით, დღეს, უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა. თქვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი უკვე ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ იპყრობს დროშებით და მომღერალი ბავშვებით“, – განაცხადა სამადაშვილმა