უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის  უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა 39 კანდიდატია დარეგისტრირებული.

წინასაარჩევნო გამოკითხვების  თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ითვლება. მისი რეიტინგი 28%-ია . მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს რეიტინგი -18%, ხოლო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს რეიტინგი კი 17%-ია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია საკმაოდ დაძაბული იყო. კანდიდატები ერთამენთს კომპრომანტებით დაუპირისპირდნენ.
გავრცელდა პეტრო პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა ამომრჩევლებს საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ. 

სულ ქვეყნის მასშტაბით 29 888 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ხოლო საზღვარგარეთ -101 . რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გახსნილა. ასევე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არჩევნებს რუსი დამკვირვებლები არ დაესწრებიან. არჩევნების მიმდინარეობას 2 344 ოფიციალური დამკვირვებელი დააკვირდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების და ჩატარებისთვის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი გრივნაა გამოყოფილი (84 მილიონი აშშ დოლარი)

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50% პლუს ერთი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.