ქართველი კანონიერი ქურდი უკრაინაში დააკავეს (ვიდეო)

უკრაინაში სპეცრაზმმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავება დედაქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა მიმდინარეობდა.
დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, რომელიც, სამართალდამცველების ინფორმაციით, კიევში უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხის განსახილველად ჩავიდა.
მათივე ცნობით, რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა

{{VIDEO}}