უკრაინის პრეზიდენტის ესკორტი ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტის ავტომობილი ავტოავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახური ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ. შემთხვევას მსხვერპლი არა მოჰყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილებს შორის ზელენსკის ავტომობილი არ იყო.

ავარიის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის დედაქალაქში თვითმფრინავით გაემგზავრა.