უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილს სააკაშვილის გატაცებისა და უკრაინიდან დეპორტაციაზე საქმე აღძრა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის თებერვალში სააკაშვილმა უწყებაში განცხადება შეიტანა მის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებისა და პოლონეთში უკანონო დეპორტაირებასთან დაკავშირებით.
28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს გამოცემული ბრძანებულება სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც სააკაშვილი გააძევეს პოლონეთში.