უკრაინის საპარლამენტო არცევნებზე ვლადიმერ ზელენსკის პარტია ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიამ, სახელწოდებით “ხალხის მსახური” ხმების 42 პროცენტზე მეტი მოაგროვა.
ამ დროის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში სულ 5 პარტია ხვდება. მათ შორის პრორუსული პარტია “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის”, პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” და იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა”.
პეტრო პოროშენკოს “ევროპულმა სოლიდარობამ” და იულია ტიმოშენკოს “ბატკივშჩინამ” 8-8 პროცენტი მოაგროვეს.
დარანარჩენმა პარტიებმა 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობამ”.
გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 50 პროცენტი შეადგინა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალია მაჩვენებელია.