„უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ.
„ასეთ პირობებში, ადამიანური შეცდომა მოხდა წინასწარი განზრახვის გარეშე და თვითმფრინავს ესროლეს“,-აცხადებენ ირანის რევოლუციურ გვარდიაში. განცხადების თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდია მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან და პირობას დებს, რომ მომავალში საჰაერო სისტემებს განაახლებენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა” და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს. „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე 176-ვე მგზავრი დაიღუპა.