“მე, პირადად, უკვე გავრილოვის ღამეს აბსოლუტურად სხვაგვარად ვუყურებ, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს იყო დაგეგმილი-გვარამია”- ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო, IRI კვლევის სრული ვერსია მოვიპოვეთ. ვკითხულობ და წარმოუდგენელია – აბსოლუტური ჩამოშლაა! ყველა ინსტიტუცია ვარდების რევოლუციამდელ მაჩვენებელზეა! პოლიცია (ჯერ კიდევ გავრილოვის ღამემდე) შევარდნაძის მილიციად ფასდება! რუსეთის მიმართ ნეგატივი ბოლო ერთი წლის მანძილზე დრამატულად გაზრდილი, და პოზიტივი – განახევრებული!
ეს მონაცემები სრულად იცოდა ოცნებამ (გავრილოვამდე), ამაში 2 აზრი არ არსებობს. ხოდა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გავრილოვის პარლამენტში დაჯდომა და მერე სისხლისღვრა რუსთაველზე პანიკაში მომხდარი დანაშაული რამდენადაა, უკვე საეჭვოა. ჩემი აზრით, გამოსაძიებელი, პირველ რიგში, ისაა, ვისი ბრძანებით და რა მიზეზით იდგნენ რობოკოპები ყველა წესის დარღვევით აჟიტირებული მომიტინგეების პირისპირ, როცა არ არსებობს მსგავსი ინსტრუქცია (პირიქით, ყველა წესით, შიდა პერიმეტრზე უნდა მდგარიყვნენ), არც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭიროება არსებობდა (სრულიად პირიქით), და როცა 100%ის სიზუსტით იცი, რომ დაპირისპირებას გამოიწვევ და მიტინგი დასაშლელი გახდება?
მე, პირადად,უკვე გავრილოვის ღამეს აბსოლუტურად სხვაგვარად ვუყურებ. ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს იყო დაგეგმილი, ცივსისხლიანი პროვოკაცია, ასევე დაგეგმილი სისხლისღვრით (ამიტომაც დამიზნებით სროლა, თან სახეში, მიბჯენით სროლის მრავალი შემთხვევა და ნადირობა კილომეტრებით დაშორებულ ლოკაციებზე) და რუსული გამოხმაურებებით. დანარჩენს დაადგენს მოკვლევა. აუცილებლად დაადგენს, ამათ რომ გავუშვებთ, მერე”-წერს გვარამია.