“უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ ქრონიკაში და არც არაფორმალურად”-ნანა ლეჟავა

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ლეჟავას განცხადებით, ის ტოვებს “ქრონიკას”, თუმცა ტელეკომპანიაში მუშაობას განაგრძობს.

„დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ ქრონიკაში და არც არაფორმალურად თუმცა, ვრჩები იმედში. მადლობა ყურადღებისთვის.“ – წერს ლეჟავა