ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ახალგაზრდა ფრანგ თავდამსხმელზე კილიან მბაპეზე ისაუბრა:
,,მბაპე ჩემი მემკვიდრეა? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! იცით, რომ ამ ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ. დიდი მოთამაშეები მოსწონს ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. მე უკვე ორი წელია მისი ფანი ვარ. ვუსურვებ მას ისეთივე წარმატებებს, როგორსაც მე მივაღწიე.
რატომ გვადარებს ხალხი ერთმანეთს? ის ჩემსავით მშვენიერია… თუ სერიოზული პასუხი გაინტერესებთ, ეს მისი თამაშიდან გამომდინარეობს. მეც მცირე ასაკში დავიწყე, მეც მასსავით ხშირად ვიყენებდი დრიბლინგს, სწორედ ამიტომ მბაპე პელეს ჰგავს. მე ბედნიერი ვარ, ეს დიდი პატივია.
მისი თამაშისა და შედეგების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კილიანი ,,ოქროს ბურთს” იმსახურებს. იმედია, ის ოდესმე ამ ჯილდოს მიიღებს. მბაპე ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.” – პელეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.