რაზე მიდის დავა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და კონკრეტულად რა ულტიმატუმი წაუტყენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრს, ამის შესახებ არც მამუკა ბახტაძე საუბრობს. პრემიერი აბობს, რომ არსებობდა ერთ-ერთი პროფესიული საკითხი, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა, რაზეც, საბოლოოდ მოხდა პოზიციების შეჯერება და საკითხი გადაწყდა.
„აქ ულტიმატუმებს არავინ აყენებს, წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის პრეტენზია სამთავრობო გუნდის მიმართ ის იყო, რომ რაც სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტრიოს დაექვემდებარა, მაგრამ მას ამ სისტემის მართვის საშუალება არ ეძლეოდა. წულუკიანი გუშინ და დღეს დილით აცხადებდა, რომ თუ მის პოზიციას მთავრობა არ გაიზიარებს, თანამდებობიდან წავა, თუმცა ბახტაძის განცხადებამდე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თანამდებობაზე რჩება.