უმრავლესობის სხდომა რუსეთის ჰიმნის და განგაშის სიგნალის ფონზე მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა რუსეთის ჰიმნის და განგაშის სიგნალის ფონზე მიმდინარეობს. ოფისთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები არიან. აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ პროექტი ჩავარდა დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება.

უმრავლესობის სხდომა რამდენიმე საათია “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს.