“მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი ამ შემადგენლობისთვის ვცვლით ეხლა ჩვენ კანონს?”- “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს იწუნებს და აცხადებს, კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრობლემა სასამართლო სისტემაში კვლავ მოუგვარებელი რჩება.
“პრობლემის თავი რჩება თავად, თუ ეს ხალხი არის ისევ იუსტიციის საბჭოში, მე თუ მკითხავთ თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა საჭირო, ასეთი ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს საბჭო. ამ მექანიზმებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიყვანოთ ამ საბჭოდან მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი და მიქაუტაძეები”- განაცხადა ინაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განხილვა მიმდინარეობს, დღეს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც მოუსმენენ.