“უთავმოყვარეო პრეზიდენტმა პოლიტიკური ფაღარათი დაიმართა, ბოდიშებად იღვრება”-მელია ზურაბიშვილის განცხადებაზე

“უთავმოყვარეო პრეზიდენტმა პოლიტიკური ფაღარათი დაიმართა, ბოდიშებად იღვრება”-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აკრიტიკებს. 

“საქართველოს უთავმოყვარეო “პრეზიდენტმა” პოლიტიკური ფაღარათი დაიმართა – ბოდიშებად იღვრება, მუხლმოდრეკილი ევედრება რუსეთის ფედერაციას პროვოკაციას არ წამოეგოთო. ცოტაც და ფორთხვით შემოუვლის კრემლს.

ნაცვლად იმისა, პრინციპულად სვამდეს საკითხს და ქვეყნის სუვერენიტეტს იცავდეს , იქცა კრემლის დაუფარავ ლაქიად”-წერს მელია ფეისბუქის გვერდზე.