ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის- ეს განცხადება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა, მან უარყო ის ინფორმაცია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირს “არაკაცი” უწოდა. საკითხზე ჯაღმაიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ ისაუბრა.
„არ მინდა სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა ასე საჯაროდ გამოვიტანო. ალბათ, შიგნით ვილაპარაკებთ. ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის, მე ეს არ მითქვამს, არის უბრალოდ ინტერპრეტაცია გამძაფრების მიზნით. უსიამოვნება, რა თქმა უნდა იყო, ამას ვაღიარებ, თუმცა რა საკითხზე, არ მინდა ამაზე საუბარი,“ – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.