მოსამართლეების შერჩევის წესი – ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად.
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები გაამწესოს, რამდენიც საჭიროა სასამართლოს გამართული საქმიანობისთვის.ამის შესახებ მე-16 პუნქტშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 18-დან 20-მდე, პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენი შემდეგი არჩევნების გზით არჩეულმა პარლამენტმა უნდა დანიშნოს,”-ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.
საყურადღებოა, 22-ე პუნქტი,რომელშიც მოსამართლეებისთვის გამოცდების გაუქმების რეკომენდაციაა გაცემული.
22. მეორე დაბრკოლება არამოსამართლე კანდიდატებისთვის არის ის რომ მათ გაიარეს სასამართლო კვალიფიცირების გამოცდა. ეს უნდა გადაიხედოს, რადგან მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი შეიძლება ჩაითვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირი არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს გამოცდა იმის დასამტკიცებლად რომ ერკვევა სამართლის საკითხებში, რაც უზენაესი სასამართლოს სამუშაოს არსს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
უზენაესი მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს.