როგორც უღირსი საქციელია კადრების გავრცელება და მორალური შანტაჟის განხორციელება, ასევე უღირსი საქციელია, სხვას დააბრალო ყველაფერი – ასე აფასებენ მმართველ გუნდში დღეს ეკა ბესელიას განცხადებას.
საუბარია, უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის მიერ გამოქვეყნებულ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მათიკაშვილს, ოხანაშვილს და კილაძეს “კოლექტიურ ტერორისტებად” მოიხსენიებს.
მათიკაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიას ბრალდებებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
“როგორც გავრცელება-ატვირთვა დანაშაულთან ერთად არის უზნეო და უღირსი საქციელი, ასევე უზნეო და უღირსი საქციელია ამის დაბრალება ვინმესთვის და რაღაცის გამოგონება,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი.